Saturday, January 16, 2010

GITI - Georgian IT Innovations Event

ოქტომბრის ბოლოს სასტუმრო "შერატონში" ჩატარდა აითი ინოვაციების კონფერენცია. ეს კონფერენცია უკვე მესამედ (მემგონი) ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებები და ასევე დიდი აითი კომპანიები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ მიღწევებს აითი ინოვაციების, ინტეგრაციის და გამოყენების მიმართულებით. კონფერენციას ატარებს ისტ (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) ბიზნეს საბჭო და საქართველოს ელ-მთავრობის სახელმწიფო კომისია, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიზნეს კლიმატის რეფორმის პროექტის მხარდაჭერით და ისეთი კომპანიების სპონსორობით, როგორებიცაა მაგთი, HP, მაიქროსოფთი და სხვა.
კონფერენციასთან ერთად, მონაწილეები და სპონსორები აწყობენ გამოფენას, სადაც აჩვენებენ თავიანთ იტ ინოვაციებს და ინტეგრაციას.
კონფერენციის ერთერთი ორგანიზატორი - გიგა არის ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელმაც შემომთავაზა, რომ ჩემი მულტისენსორული მაგიდა "გამომეფინა" ამ გამოფენაზე.
მე რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და კონფერენციის პირველი დღის დილას ჩემი მაგიდა წავიღე გამოფენაზე (ამაში დიდი მადლობა დათოს, ფინანსთა სამინისტროდან, რომელმაც მანქანა გამომიგზავნა).
ჩემმა მოწყობილობამ, ჯერ კიდევ ახალმა მიტანილმა, დაშლილ (გადასატან) მდგომარეობაში მყოფმა მიიქცია იქ მყოფი სტუმრების ყურადღება ისე, რომ ფოტოებს უღებდნენ ჯერ კიდევ უცნობ ყუთს. დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა, რომ ტრანსპორტირების მდგომარეობიდან მუშა მდგომარეობაში მომეყვანა. მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დამთავრებული მაგიდა, მაგრამ საჩვენებლად მზად იყო.
იმის შემდეგ, რაც ის ჩაირთო, მთელი ორი დღის განმავლობაში, რაც ეს ღონისძიება მიმდინარეობდა, ჩემს მაგიდას ყურადღება არ მოკლებია, უფრო მეტიც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სხვა სტენდებს მნახველების ნაკლებობა ჰქონდათ ჩემი მაგიდის გამო, ის ბიზნეს კურიერშიც მოხვდა, პირდაპირ ჩართვაში (აგერ ვიდეო).
ცოტა ფოტოები:

No comments: