ჩემი მაგიდის მუშაობის გასაუმჯობესებლად რამოდენიმე დამატებითი ცვლილება შევიტანე: 1. მაგიდის ზედა მხარეს დავსვი დინამიკები; 2. კამერა ცოტათი დაბლა დავწიე, უკეთესად რომ დაინახოს (უფრო ნაკლები კუთხით) თითების ანარეკლი კიდეებიდან; 3. დავამატე ვენტილაცია 4. დამატებითი ინფრაწითელი მანათობლები დავამზადე და დავამაგრე 5. დავამატე დამოუკიდებელი კვების ბლოკები - ცალკე ვენტილატორებისათვის და ცალკე მანათობლებისთვის 6. კომპიუტერი დავშალე და ნაწილ-ნაწილ ”ავაკარი” შიგნიდან 7. პულტი დავუკეთ გარედან, სადაც ერთდება დენის წყარო და აქვს ჩასართავი ღილაკი, ასევე ინდიკატორები ეხლა გაცილებით უკეთესად მუშაობს! აი ცოტა სურათებიც:
ჯანომ რომ ნახა მაგიდა, ძალიან მოეწონა და კარგა ხანი "დამდევდა" უნდა გავაკეთო სიუჟეტიო, ჰოდა აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე და მაგიდაც მეტ-ნაკლებად გამზადებულია სარეპორტაჟოდ "საბავშვო ამბებში"
საცდელი ჩართვა იყო "უმტკივნეულო". მართალია, ყველა ინფრაწითელი გამნათებლები არ იყო "ამოქმედებული" და ეკრანის კიდეებში შეხების ამოცნობა ჭირდა, მაგრამ ზოგადად შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო. ჩემს მიერ შექმნილმა ინფრაწითელმა გამნათებლებმა გაამართლა.
გუშინ ჩამომივიდა პროექტორი და სარკე. პროექტორს აქვს უზარმაზარი ლინზა და საჭირო ზომის გამოსახულებას იძლევა დაახლოებით 60 სანტიმეტრიდან. სარკე, რომელიც მჭირდება, რომ ჰორიზონტალურად მიმართული პროექცია მივმართო ვერტიკალურად, ზემოთ, ძალიან პატარა აღმოჩნდა - ისე მალევე იშლება პროექცია, რომ წინ დადებული სარკის ზომებს სცდება. მომიწევს თავიდან შეკვეთა, დიდი ზომისა. ეხლა მივდივარ ელიავაზე, მაგიდის "ავეჯური" ნაწილისთვის შესაძლებლობების სანახავად.
ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე თხევადკრისტალურის აწყობა გადავდო (გარკვეული ხნით) და ავაწყო დიდი ზომის DI (ან ლაზერებით) მაგიდა. შევუკვეთე შესაბამისი ნაწილები: ეკრანის მასალა (მაიკროსოფტი რო იყენებს, ერთერთ წინა პოსტში დავწერე ამის შესახებ), პროექტორი, რომელიც ძალიან პატარა მანძილიდან იძლევა დიდი ზომის გამოსახულებას და კამერა. კამერა უკვე ჩამომივიდა და გუშინ ჩამომივიდა ეკრანის მასალა, რომელსაც ძალიან ველოდებოდი. ეკრანის ზომა იქნება 120სმ X 75სმ.
დღეს (უკვე გუშინ) ვიყიდე LG-ის 22"-იანი LCD მონიტორი. საღამოს, სამსახურიდან რომ მოვედი, დავიწყე დაშლა. რატომ? რას ვერჩოდი ამ მშვენიერ მონიტორს. მოკლედ იდეაა ასეთი, რომ გავაკეთო პატარა (22") მულტისენსორული ეკრანი, რომ ჩემთვის მედგას და სოფტის წერა ვისწავლო მულტითაჩისთვის. დამეთანხმებით, რომ უზარმაზარი ეკრანი სახლში, საექსპერიმენტოდ ცოტა მოუხერხებელია, მითუმეტეს, რომ სახლში მაგდენი ადგილი არ მაქვს. LCD ეკრანით გამოდის მშვენიერი მულტითაჩი, იმიტომ რომ იგი ატარებს ინფრაწითელ შუქს რაც საჭიროა კამერისათვის რომ "დაინახოს" ჩემი თითები და თანაც ძვირიანი პროექტორი სულ არ მჭირდება.
მონიტორი გამოდგა ფრიად მოხერხებული და გამიმართლა ამაში, რომ ყველა კაბელები და თავისივე კონტროლერი მოხერხებულადაა განლაგებული და შესაძლებელია ამ ყველაფრის მოცილება და გვერდზე დამაგრება, რომ ქვემოთ თავისუფალი იყოს ხედი.
რომ ამოვიღე ყუთიდან, დავათვალიერე, არცერთი შურუპი არ ქონდა, შტამპოვკაა ეს ოხერი. ავიღე დანა და შევურჭე ჩარჩოს ერთ მხარეს, ერთი ენა თუ კბილი ვუპოვე, მივყევი და ყველა მხირდან ავტეხე პლასმასის ჩარჩო.
საბოლოო ჯამში მივიღე პანელი, კონტროლერები და ნაგავი :)
გამარჯობა ჩემო მივიწყებულო ბლოგო! როგორ მინდა ხოლმე ვწერო, მაგრამ გულს ვერ ვუდებ წერას.ერთი თვით-ტრეინინგი უნდა ჩავიტარო, რომ წერას მივეჩვიო.
ჰო, მოკლედ, დიდი ხნის წყვეტილ-წყვეტილი მუშაობით რაღაცა გამოვიდა. ის ჩემი FТIR ეკრანი ჩავსვი ჩემს მიერ მოგონილ ჩარჩოში, ელიავაზე ვირბინე კიდე მაგ ჩარჩოს გასაკეთებლად, გავუკეთე ფეხები, გადავაკარი ჩემი უკანა პროექციის ეკრანი, სამსახურის პროექტორი დავუდგი ქვემოდან (სარკით) და ჩავრთე. საკმაოდ ადვილად მუშაობს, თანამშრომლები მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ეკრანზე სილიკონის წასმაში, რაც დიიდი საჩოთირო საქმეა (შემდეგ ეკრანს ამ FTIR მეთოდით აღარ გავაკეთებ!), მაგრამ ეფექტი აქვს ძაან მაგარი! ვისაც ვანახებ, ყბა უვარდებათ და პირველი კითხვაა: ვა, რა მაგარია, როგორ გააკეთე????
ახალი ლეპტოპი (უფრო სწორედ ნეთბუქი) ვიყიდე და ჩემი ძველი ლეპტოპიდან გადავიტანე ჩემი ფაილები და რატომღაც ამ ეკრანზე მუშაობის ფოტო-ვიდეო მასალა სადღაც მივკარგე :(, ერთი იდეა მაქვს სად შეიძლება იყოს, მერე მოვნახავ და დავდებ ვიდეოს და სურათებს, ისე ვიდეო იუთუბზე მიდევს:
პირველადი ექსპერიმენტები (ნახე ვიდეო: ერთი, მეორე) ძაან შთამბეჭდავი იყო, ამიტომაც გადავედი ეგრევე რეალური მაგიდის (ან კედლის, ჯერ არ გადამიწყვეტია) აწყობაზე.
რა მაქვს:
ეკრანი - ორგმინა, 10 მმ სისქის, 87x68 სმ კამერა - აუცილებლად FireWire და მინიმუმ 640x480 რეზოლუციით და 30 კადრი/წამში ინფრაწითელი დიოდები - 880 ნმ ტალღის სიგრძის და ძლიერი რეზისტორები - დიოდებისთვის ინფრაწითელი ფილტრი კამერისთვის, რომ მარტო ინფრაწითელი შუქი დაინახოს უკნიდან პროეცირების ეკრანი (ჩვეულებრივი პროექტორის ეკრანები არის წინიდან პროექცირების) სილიკონი, რომელიც ეკრანს უნდა "წაესვას", რომ თითის შეხება და "ტარება" უკეთესად "ჩანდეს"
რა არ მაქვს (და მჭირდება): პროექტორი - მოკლე "გასროლით" (რომელიც ძვირია :( ), ან რამე, რასაც ვიშოვი (ამაზეა დამოკიდებული მაგიდა იქნება თუ კედელი) კომპიუტერი - ძლიერი კომპი უნდა იყოს, კარგი ვიდეო კარტით, ბევრი მეხსიერებით და ძლიერი პროცესორით
ეს ძირითადი, დამატებით: სხვადასხვა ინსტრუმენტები, ზუმფარის ქაღალდები, საპრიალებელი "ზელიონკა", სარჩილავი, ტექსტოლიტის ნაჭრები, ალუმინის კუთხოვანები (უგოლნიკები). ხის კონსტრუქცია იქნება საჭირო ჩარჩოსთვის და მერე მაგიდისთვის (ან კედლისთვის).
DI - Diffused Illumination მეთოდი არის ქვემდან, გაბნეული ინფრაწითელი შუქით განათებული მაგიდა, ზემოდან თითი, შეხებისას, ან რაიმე საგანი, დადებისას უბრალოდ ირეკლება, ამ ანარეკლს ხედავს ისევ კამერა და გარდაქმნის შესაბამის წერტილებად. ესეთი მეთოდით მუშაობს მაიკროსოფტის მაგიდა. ამ მეთოდის დროს შეიძლება მაგიდაზე დადებული საგნების "დანახვა" (ვიდეოში როა). საგანს შეიძლება ჰქონდეს ნიშანი, იარლიყი, რომლითაც სოფტი ცნობს საგანს, ან ამ ნიშნის მიხედვით რაიმე ოპერაციას ასრულებს.
ორივე მეთოდს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ხვალ შევეცდები ამაზე დავწერო.
არსებობს მულტისენსორული ეკრანების ორი გავრცელებული პრინციპი: Frustrated Total Internal Reflection (FTIR) და Diffused Illumination (DI). პირველი ქართულად ითარგმნება მემგონი ასე: აშლილი სრული შიდა არეკვლა. სრული შიდა არეკვლა არის ცნობილი ფიზიკური მოვლენა, სკოლაშიც ვისწავლეთ მახსოვს ფიზიკაში - ოპტიკაში. ეს მოვლენა სხივის გარდატეხას უკავშირდება. როდესაც სხივი გადადის ერთი გარემოდან მეორეში, იგი გარდატყდება ამ გარემოების გამყოფ საზღვარზე (მაგრამ სხივების ნაწილი უკან აირეკლება). თუ სხივის დაცემის კუთხე ამ საზღვარზე (ზედაპირზე) არის რაღაც გარკვეულ კუთხის ტოლი (კრიტიკული კუთხე), მაშინ სხივი მიმდინარე გარემოდან აღარ გამოდის გარეთ და ზედაპირზე "დასრიალებს", ხოლო, თუ ეს კუთზე კრიტიკულზე უფრო მეტია, მაშინ სხივი სრულად აირეკლება ისევ იმავე გარემოში. აი მაგალითი: ასევე, ვისაც წყნარ ტბაში ჩაუყვინთავს, შეიძლება ესეთი ეფექტი შეენიშნა:
ეს ეფექტი გამოიყენება ოპტობოჭკოვანი კაბელით ოპტიკური სიგნალის გადასაცემადაც
მულტისენსორული ეკრანისათვის გამოიყენება სქელი გამჭვირვალე გამტარი - ორგანული მინა, რომელიც განათებულია გვერდებიდან, მაგრამ არა ჩვეულებრივი სინათლით, არამედ ინფრაწითელი სინათლით. სინათლეს არააქვს მნიშვნელობა ხილულია, თუ უხილავი, ეს ეფექტი მაინც მუშაობს, ანუ ეს ინფრაწითელი უხილავი სხივები შედიან ეკრანის ორ ზედაპირს შორის და იქიდან ვეღარ გამოდიან. როგორც კი თითი შეეხება ზედაპირს, ერთი მხრიდან, ეს ზედაპირი იშლება, ანუ შეხების ადგილას აღარაა ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი და სხივი იბნევა და თითიდან აირეკლება, აირეკლება მოპირდაპირე მხარეს (უფრო კარგი ახსნა არის ვიკიპედიაზე), გვაქვს ესეთი სურათი: ანუ, თუ გვერდებიდან განათებულ ეკრანს ერთი მხრიდან თითს მივადებთ და მეორე მხრიდან შევხედავთ, თითის დადების ადგილას დავინახავთ ნათებას... ხო მაგარია?
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ინფრაწითელი სინათლით "შენათებულ" ეკრანს მეორე მხრიდან უყურებს კომპიუტერის კამერა, რომელიც აღიქვამს მხოლოდ ინფრაწითელ სხივებს, რამდენი თითითაც შევეხებით, იმდენ განათებულ წერტილს დავინახავთ... ამ ვიდეოზე უკვე ჩემი გაკეთებული ექპერიმენტია:
ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი კომპიუტერის (და არა მარტო კომპიუტერის) მომხმარებელს საშუალებას აძლევს ეურთიერთოს მას ბუნებრივი გზით. მაგალითად ხელის შეხებით, ხმით, ჟესტებით, მიმიკით, ისე, როგორც ურთიერთობს ადამიანი გარემო სამყაროსთან. ერთერთი ნათელი მაგალითი კომპიუტერთან ბუნებრივად ურთიერთობის არის მულტისენსორული კომპიუტერული ეკრანი (Multi touch screen). ასეთი ეკრანის მქონე კომპიუტერთან მუშაობ არა კლავიატურით და მაუსით, და თუნდაც ერთი თითით, რახან სენსორულია, არამედ მრავალი შეხებით, რამდენ თითსაც დაადებ, იმდენს აღიქვამს კომპიუტერი. ისმება ასეთი კითხვა: მერე რა? რა არის ამაში განსაკუთრებული? ყველას გვინახავს სენსორული ეკრანი ჯიბის კომპიუტერზე, ან მობილურზე, უკვე ბანკომატებიცაა ეგეთი. - თუ დააკვირდებით, ყველა "ზოგადცნობილ" სენსორულ ეკრანს შეუძლია მხოლოდ ერთ წერტილში შეხების აღქმა, ან რეაგირება, ძირითადად ეს შეხება აკეთებს თაგვის ემულაციას (ანუ ვითომ თაგვს აწკაპებ ამ წერტილში) და სინამდვილეში ესეცაა, ეს შეხება იგივეს აკეთებს, რასაც თაგვის დაწკაპება, ასევე ერთნაირია სენსორული ეკრანის აი ამ შეხების და თაგვის დაწკაპების კომპიუტერისათვის გადაცემის ტექნოლოგიაც (შეგიძლიათ თქვათ ელექტრონიკაც). ახლა გაჩნდა მრავალსენსორული ეკრანები, მაგალითად iPhone, რომელიც ველაფერს რევოლუციურს უწოდებს, თუ რამეს გააკეთებს, თუნდაც ძველი და არსებული იყოს, თუმცა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, ნათქვამია. აიფონი იყენებს საკმაოდ რთულ ტექნოლოგიას თავისი მულტითაჩის განსახორციელებლად. არ ვიცი შეუძლია თუ არა ორზე მეტი შეხების აღქმა მას? დამიდასტუროს ვინმემ. შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფა არ არსებობს ჯერ ამისთვის და ტექნიკურად იძლევა საშუალებას.
მულტისენსორული ეკრანი, რომელზედაც მე მინდა რომ ვილაპარაკო, არის გასაოცარი რამ. ვისაც უნახია ვიდეოები (აბა რეალურად ბევრს არ უნახავს) მაიკროსოფტის სენსორულ ზედაპირიან მაგიდაზე (Microsoft Surface Table), მიხვდება რას ვგულისხმობ. ძირითადად ეს არის უზარმაზარი ზომის ეკრანები, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია ერთდორულად ორივე ხელით, ათი თითით, და თუ გინდა ორი ადამიანის ოცი თითით. იგი საშუალებას იძლევა პრაქტიკულად გადაგდო კლავიატურა, მაუსი თაჩპედი და ასე შემდეგ პერიფერიული შემტანი მოწყობილობები. აი პატარა ვიდეო თუ როგორ გამოიყურება და როგორ მუშაობს მულტითაჩსქრინი:
ეს ეკრანი მუშაობს ძალიან მარტივი პრინციპით, და მისი აწყობაც საკმაოდ ადვილია. მერე დავწერ, როგორ ...