Showing posts with label LCD. Show all posts
Showing posts with label LCD. Show all posts

Saturday, May 29, 2010

მულტისენსორული ყავის მაგიდა (პირველი ვარიანტი)

როგორც იქნა მოვკიდე ხელი ბლოგს..

ყავის მაგიდა, რომელიც წინა პოსტში ვახსენე (და ეს იყო თებერვალში, ეხლა მაისია) ავაწყე მარტში. მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის გამოფენაზეც მქონდა გატანილი.

ესე იგი: ავაწყე ყუთი , ცოტა უცნაური კონსტრუქციის - ორმაგი გვერდები, გარე გვერდზე მაგიდის თავი დამაგრდება



ყუთის შუა ნაწილი დაიხურა და მის ძირზე განთავსდება კამერა და განათება


ზემოდან დამაგრდება მაგიდის თავი

დანარჩენს სურათებიც იტყვის:











საბოლოოდ გამოვიდა ასეთი რამ:






მაგრამ......

Friday, April 24, 2009

"ნათითურების" ვიდეო თხევადკრისტალური ეკრანიდან

გაფუჭებული პოლარიზატორის ნაკუწები ისევ მივაკარი ეკრანს და გადავიღე ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აღიქვამს შეხებას LCD ეკრანის გავლით ჩემი კამერა

მშვიდობით ჩემო LCD ეკრანო :(

აღმოჩნდა, რომ ეს "დამცავი" ფენა, რომელიც იყო დაკრული ჩემს ეკრანსა ზედა, არის სინათლის პოლარიზატორი, რომლის გარეშეც ეკრანზე არაფერი არ ჩანს :(
დღეს ავაწყვე ისევ საცდელი ყუთი, დავადე ჩემი "გატყავებული" ეკრანი და რომ ჩავრთე, არაფერს არ აჩვენებდა. ჯერ მეგონა, ელექტრონიკის მხრივ რამე ხომ არ დაემართა მეთქი, რამე ხომ არ გავწყვიტე ან დავაზიანე მეთქი, მაგრამ, კიდევ კარგი (რა კარგი) ის ახეული პოლარიზატორის ნაკუწები არ გადავაგდე, როგორც კი დავადე ეკრანს, ეგრევე გამოჩნდა გამოსახულება.





ეს პოლარიზატორი გაფუჭდა. მოვძებნე რამოდენიმე ონლაინ მაღაზია, რომლებიც ყიდიან პოლარიზატორებს თხევადკრისტალური ეკრანისთვის, მაგრამ ფასი აქვთ ჩემი მონიტორის ფასის ნახევარზე მეტი. მირჩევნია ახალი მონიტორი ვიყიდო... :P

Wednesday, April 22, 2009

ისევ თხევადკრისტალურ ეკრანზე

ფორუმებზე წერენ, რომ DI მეთოდი თხევადკრისტალურზე არ გამოდისო, იმიტომო, რომ ვერ ირეკლავსო თითებიო უკნიდან განათებულ შუქსო.
ამას წინათ რამდენიმე ძველი ლეპტოპი დავშალე (შუქგამბნევები ამოვაცალე ეკრანებს) და ლცდ მატრიცას დავაკვირდი, რომ ზემოდან დაკრული აქვს რაღაცა ფირი, დამცავი შრე. ეს შრე საგრძნობლად ამცირებს შუქგამტარობას. რომ ავაძრე, გამჭვირვალობაში დიდი განსხვავება მომცა რაც იყო მანამდე რა რაც გამოვიდა აძრობის შემდეგ. მემგონი მაგის ბრალია, რომ DI მეთოდი არ მუშაობს. ეხლა ვაპირებ ჩემ "მუშა" ეკრანს ავაცალო ეს ფენა, ცოტა საჩოთიროა იმიტომ, რომ ძნელად ძვრება, სქელია და კარგადაა დაკრული, მაგრამ ძვრება. სამწუხაროდ ჩემი ახალი ფოტოაპარატი დამიჯდა და დამტენიც ვერ ვიპოვე :( რომ სურათი გადავუღო მანამდე და მერე. რამეს მოვიფიქრებ, მობილურით გადავუღებ.

***

ავაძრე და ეს ფენა აღმოჩნდა საკმაოდ შუქგამბნევი, რაც ხელს შეუშლიდა ანარეკლებს თითებიდან.

Friday, April 10, 2009

პირველი ტესტი

გამოვიღე წეღან ჩემი დაშლილი ლცდ მონიტორის ნაწილები და დავიწყე ამ ნაწილების ერთმანეთთან და კომპიუტერთან მიერთება, რომ მენახა რა შეიძლება ამისგან მომავალში გამოვიდეს, ანუ როგორ ატარებს და ირეკლავს შეხებას, ინფრაწითელ შუქს.
გამოვიყენე ჩემი ადრე გაკეთებული MTMini-ს ყუთი, წესით უფრო დიდი ყუთი უნდა ამ მონიტორს (უფრო დიდია იმ ყუთზე) მაგრამ ესეც წავა საცდელად, დავუდე თავისივე შუშა, რომელსაც მტმინიზე ვხმარობდი, გვერდიდან მივაკარი მონიტორის კონტროლერების ბლოკი, შიგნით ჩავტენე ჩემი ინფრაწითელი კამერა და ინფრაწითელი განათება. შუშას ზემოდან დავადე ლცდ მატრიცა და მივაერთე ერმანეთს. ჰო, კიდე მონიტორის თავისივე განათების მილაკები გავურჭე ყუთში, რომ რამე განათება ყოფილიყო (საბოლოოს განათებას გავაკეთებ შუქდიოდებით, რომელიც შეკვეთილი მაქვს და მოდის უკვე) და ჩავრთე. იმის გათვალისწინებით, რომ კალიბრაცია არ გამიკეთებია, და ინფრაწითელი განათება თანაბარი არ იყო, ბევრ არაფერს არ ველოდი, უბრალოდ მაინტერესებდა დაშლილ მდგომარეობაში თუ ჩაირთვებოდა და რამე შეხებას მაინც თუ აღიქვამდა. ჩაირთო კიდევაც და შეხებაც აღიქვა.
შემდეგი ეტაპია - ნორმალური ყუთის გაკეთება, ნორმალური განათების და ნორმალური იწ განათების აწყობა.
Google Sketchup ჩამოვტვირთე და იმაში დავხაზავ ყუთის მოდელს.