Wednesday, May 28, 2008

ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი

ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი კომპიუტერის (და არა მარტო კომპიუტერის) მომხმარებელს საშუალებას აძლევს ეურთიერთოს მას ბუნებრივი გზით. მაგალითად ხელის შეხებით, ხმით, ჟესტებით, მიმიკით, ისე, როგორც ურთიერთობს ადამიანი გარემო სამყაროსთან.
ერთერთი ნათელი მაგალითი კომპიუტერთან ბუნებრივად ურთიერთობის არის მულტისენსორული კომპიუტერული ეკრანი (Multi touch screen). ასეთი ეკრანის მქონე კომპიუტერთან მუშაობ არა კლავიატურით და მაუსით, და თუნდაც ერთი თითით, რახან სენსორულია, არამედ მრავალი შეხებით, რამდენ თითსაც დაადებ, იმდენს აღიქვამს კომპიუტერი.
ისმება ასეთი კითხვა: მერე რა? რა არის ამაში განსაკუთრებული? ყველას გვინახავს სენსორული ეკრანი ჯიბის კომპიუტერზე, ან მობილურზე, უკვე ბანკომატებიცაა ეგეთი.
- თუ დააკვირდებით, ყველა "ზოგადცნობილ" სენსორულ ეკრანს შეუძლია მხოლოდ ერთ წერტილში შეხების აღქმა, ან რეაგირება, ძირითადად ეს შეხება აკეთებს თაგვის ემულაციას (ანუ ვითომ თაგვს აწკაპებ ამ წერტილში) და სინამდვილეში ესეცაა, ეს შეხება იგივეს აკეთებს, რასაც თაგვის დაწკაპება, ასევე ერთნაირია სენსორული ეკრანის აი ამ შეხების და თაგვის დაწკაპების კომპიუტერისათვის გადაცემის ტექნოლოგიაც (შეგიძლიათ თქვათ ელექტრონიკაც).
ახლა გაჩნდა მრავალსენსორული ეკრანები, მაგალითად iPhone, რომელიც ველაფერს რევოლუციურს უწოდებს, თუ რამეს გააკეთებს, თუნდაც ძველი და არსებული იყოს, თუმცა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, ნათქვამია. აიფონი იყენებს საკმაოდ რთულ ტექნოლოგიას თავისი მულტითაჩის განსახორციელებლად. არ ვიცი შეუძლია თუ არა ორზე მეტი შეხების აღქმა მას? დამიდასტუროს ვინმემ. შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფა არ არსებობს ჯერ ამისთვის და ტექნიკურად იძლევა საშუალებას.

მულტისენსორული ეკრანი, რომელზედაც მე მინდა რომ ვილაპარაკო, არის გასაოცარი რამ. ვისაც უნახია ვიდეოები (აბა რეალურად ბევრს არ უნახავს) მაიკროსოფტის სენსორულ ზედაპირიან მაგიდაზე (Microsoft Surface Table), მიხვდება რას ვგულისხმობ.
ძირითადად ეს არის უზარმაზარი ზომის ეკრანები, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია ერთდორულად ორივე ხელით, ათი თითით, და თუ გინდა ორი ადამიანის ოცი თითით. იგი საშუალებას იძლევა პრაქტიკულად გადაგდო კლავიატურა, მაუსი თაჩპედი და ასე შემდეგ პერიფერიული შემტანი მოწყობილობები.
აი პატარა ვიდეო თუ როგორ გამოიყურება და როგორ მუშაობს მულტითაჩსქრინი:


ეს ეკრანი მუშაობს ძალიან მარტივი პრინციპით, და მისი აწყობაც საკმაოდ ადვილია. მერე დავწერ, როგორ ...

6 comments:

Aiet PuertoRico said...

ძალიან საინტერესო ბლოგია, ვულოცავ ავტორს :)

იმედი მაქვს ხშირად დაიწერება სტატიები და ასევე აგვიხსნი რა ტექნოლოგიით არის გაკეთებული ნაჩვენები მულტისენსორული ეკრანი.

iPhone-ს რაც შეეხება, ხუთი თითის შეხების აღქმაც შეუძლია ერთდროულად. ამის კარგი მაგალითია პიანინოს პროგრამა Piano :)

ეს YouTube ვიდეო აჩვენებს სამი თითის შეხების აღქმას.

http://youtube.com/watch?v=y7IH71ioqc0

zvi said...

მე პიანინო დამიკვრია აიფონზე და ორ თითზე მეტი ვერ შევძელი... ამ ვიდეოზე 5-იც და 6 თითიც შეიძლება, თუ თითოულზე 2-2 თითს შეახებ :)

Aiet PuertoRico said...

ახლა შევამოწმე ჩემს აიფონზე და ხუთი თითის ერთდროულად დაჭერად დამოუკიდებლად აღიქვამს. თუმცა არ ვიცი მეექვსეს აღიქვამს თუ არა. თუ მხოლოდ ხუთ თითს აღიქვამს, მაშინ five-touch device უნდა შევარქვათ :)

repeticia said...

http://www.youtube.com/watch?v=E-gXsXpdEi8&feature=related

აი კიდევ ერთი მაგალითი იფონზე 4 თითით დაკვრის : )

nodo_nodo said...

au shennairi yuti avawyve minit purcelit da kamerit mara chemi kompiuteris ekranze sheertebis mere ro gadaiqces touch screenad specialuri programa unda gadmovwero inernetidan tu me tviton unda davwero? tu unda gadmoviwero mitxari ra ra qvia pogramas da romeli saitidan unda gadmoviwer

zvi said...

nodo_nodo: aba es scade: http://tbeta.nuigroup.com