

ეს ეფექტი გამოიყენება ოპტობოჭკოვანი კაბელით ოპტიკური სიგნალის გადასაცემადაც

მულტისენსორული ეკრანისათვის გამოიყენება სქელი გამჭვირვალე გამტარი - ორგანული მინა, რომელიც განათებულია გვერდებიდან, მაგრამ არა ჩვეულებრივი სინათლით, არამედ ინფრაწითელი სინათლით. სინათლეს არააქვს მნიშვნელობა ხილულია, თუ უხილავი, ეს ეფექტი მაინც მუშაობს, ანუ ეს ინფრაწითელი უხილავი სხივები შედიან ეკრანის ორ ზედაპირს შორის და იქიდან ვეღარ გამოდიან. როგორც კი თითი შეეხება ზედაპირს, ერთი მხრიდან, ეს ზედაპირი იშლება, ანუ შეხების ადგილას აღარაა ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი და სხივი იბნევა და თითიდან აირეკლება, აირეკლება მოპირდაპირე მხარეს (უფრო კარგი ახსნა არის ვიკიპედიაზე), გვაქვს ესეთი სურათი:

ანუ, თუ გვერდებიდან განათებულ ეკრანს ერთი მხრიდან თითს მივადებთ და მეორე მხრიდან შევხედავთ, თითის დადების ადგილას დავინახავთ ნათებას...
ხო მაგარია?
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ინფრაწითელი სინათლით "შენათებულ" ეკრანს მეორე მხრიდან უყურებს კომპიუტერის კამერა, რომელიც აღიქვამს მხოლოდ ინფრაწითელ სხივებს, რამდენი თითითაც შევეხებით, იმდენ განათებულ წერტილს დავინახავთ... ამ ვიდეოზე უკვე ჩემი გაკეთებული ექპერიმენტია:
1 comment:
au shennairi yuti avawyve minit purcelit da kamerit mara chemi kompiuteris ekranze sheertebis mere ro gadaiqces touch screenad specialuri programa unda gadmovwero inernetidan tu me tviton unda davwero? tu unda gadmoviwero mitxari ra ra qvia pogramas da romeli saitidan unda gadmoviwer
Post a Comment