Wednesday, February 17, 2010

მულტისენსორული ყავის მაგიდა

სანამ არ მძინავს, და ალბათ აღარც დავიძინებ დღეს უკვე (6.50AM), დროს ვიხელთებ და პატარა პოსტს მივამატებ ბლოგს:

ეხლა უკვე, როდესაც ჩემს აწყობილ დიდ მულტისენსორულ მაგიდას ახალი მფლობელი ჰყავს, დავიწყე შემდეგი მაგიდის კეთება. ეს იქნება დაბალი, შავი ფერის, 22"-იანი დიაგონალის სენსორული ეკრანის მქონე მაგიდა.
ის შესრულებული იქნება თხევადკრისტალური ეკრანის გამოყენებით და რამოდენიმე ახალი ტექნოლოგიით და კონსტრუქციული გადაწყვეტით. ჯერჯერობით მაქვს მხოლოდ საცდელი ყუთი, რომლითაც წინასწარ ცდებს ვატარებ.
საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, გამოვა გარეგნულად საკმაოდ მიმხიდველი, კოხტა, პრიალა ნივთი. მეგობარი შემპირდა დახმარებას, სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაში. როცა კი მოვახერხებთ, კონცეპტუალურ სურათებს დავდებ.