ყუთი გამოვიდა საკმაოდ მოზრდილი, დაახლოებით 103სმX136სმ, სიმაღლე 100სმ, არცერთ კარებში არ ეტევა (ლავუაზიეს კანონია რა :D), რომ არა ჩემი ორიგინალური (!) გადაწყვეტა, რომ ყუთი ყოფილიყო ორ-ნაწილიანი, ზედა ნაწილი - ეკრანის ჩარჩო და მის ქვემოთ, სადღაც 30სმ და ქვედა ნაწილი - დანარჩენი ქვედა მხარე - სადღაც 70სმ. ეს ორი ნაწილი ერთმანეთს ადვილად სძვრება და უკან უკეთდება, ხოლო ნაწილ-ნაწილ უკვე ეტევა კარებებში ("მოდი ჯერ ერთი ნაწილი გამოვიტანოთ, მერე მეორე და მერე ისევ თავისივე წებოთი შევაერთოთ" © კ/ფ "ქვევრი").
ეხლა კი დავიწყებ ამ ყუთის შევსებას შიგთავსიით: პროექტორი - კედელზე; ინფრაწითელი "პროჟექტორები" - გასაკეთებელი მაქვს ჯერ; კამერა; კომპიუტერის შიგთავსი - ანუ ყუთის გარეშე; დინამიკები; მართვის პულტი - საერთო კვების კონექტორით და ჩამრთველით, კომპიუტერის ჩამრთველი ღილაკით, რამოდენიმე USB შესაერთებლით; ამ ყველაფრის სადენების გაყვანა-გამოყვანა-დამაგრება.
პროექტორს არანაირი ღილაკები არააქვს, სრულიად პულტით იმართება. მართალია პროექტორი დამალულია ეკრანის ქვეშ, მაგრამ ჩემი ჯადოსნული ეკრანი ატარებს პულტის ინფრაწითელ სხივებს და პროექტორიც "ხედავს" თავის "მბრძანებელს".
და ცოტა სურათები (დააწკაპე გასადიდებლად):
სახელოსნო, სადაც აწყობდნენ ჩემ მაგიდა-ყუთს (მაგრები არიან ბიჭები, თუ დაგჭირდათ ალუმინის ხელოსანი, რეკომენდაციას ვუწევ)
ხელოსანი კახა და ჩემი მაგიდის ქვედა ნაწილი
ეს თვით ზაზა - დიზაინერ-კონსტრუქტორ-კონსულტანტ-მენეჯერი :)
ეკრანის ნაწილი და ჩარჩოს კუთხე - მოახლოებული
ჩემს მანქანაში მთლიანად არ ჩაეტია, მომიწია ტაქსის დაქირავება
და ბოლოს, აწყობილი მაგიდა-ყუთი უკვე სახლში
7 comments:
ვაა
გილოცავ )))
რამხელა გამოსულა :D
ეხლა გვინდა ვიდეო, რო ვნახოთ შენი "ყუთი" როგორ მუშაობს :)))
+1 naskidas!
prezentaciaze mec minda raaa <3
პრეზენტაცია არ გამომატოვებინო! :)
ჰაჰა
მაგარი ყუთია
პირადად ვიხილე და ყბა ჩამომივარდა : ))
gamarjoba, shegidzia chems meilze momcero am saxelosnos telefoni, aluminis karfanjrebi maqvs da qars aparebs da iqneb gavaketebino davidrusia@yahoo.com. madloba
Great post
Kontraktor Pameran
Vendor Booth Pameran
Kontraktor Booth Pameran
Jasa Pembuatan Booth
Jasa Dekorasi Booth Pameran
Post a Comment