ჰო, ელიავაზე დიდი სარკეც მოვაჭრევინე, რომ გამესინჯა ჩემს პროექტორზე, თუ რამე გამოვიდოდა სარკით, მაგრამ ამაოდ: ფართოკუთხიან პროექტორზე, რომელსაც ეკრანზე დაცემის ძალიან დახრილი კუთხე აქვს, სარკით გამოსახულების "მოტეხვა" საკმაოდ რთულია (ტრაპეციას იღებ, რომელსაც ვერ გაასწორებ) და გადავწყვიტე სარკე საერთოდ არ გამოვიყენო და პროექტორი "პირდაპირი ხედვით" დავაყენო. ეს მაგიდას სიმაღლეს უმატებს და ეკრანის ერთ მხარეს ითხოვს დაახლ 20 სანტიმეტრის თავისუფალ ადგილს (გამოსახულება პროექტორიდან ამდენივეთი იწევს ზემოთ, კედელზე რო ანათებ), მაგრამ არაუშავს. გუშინ საღამოს "გუგლ-სკეჩაუფ"-ში მოვჯღაბნე დაახლოებითი დიზაინი. ამ თავისუფალი ადგილის სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება, მაგალითად დინამიკებს ჩავსვავ და რამე რო იყოს, კლავიატურაც დაიდება (ან ყავის ჭიქები და ნამცხვარი :)). კომმენტს - ველქამ!




4 comments:
ლამინატი ძალიან მძიმეა და დაამძიმებს მგონია მაგიდას ნამეტნავად...
მეც ვფიქრობი როგორი შეილება იყოს კაი დიზაინის ყუთი... თხელი ლამინატები არ არსებობს ნეტა?!
კი, დამძიმებს, მაგრამ პროექტორის უნდა დაიჭიროს ერთმა კედელმა და ოთხივემ კიდე - ეკრანი და თან უფრო მტკიცე იქნება (ვინმე რო დაეჯახოს, არ დაიშლება), ვიდრე თხელი 8-მმიანი ლამინატისგან რო გავაკეთო (მაგითი მინდოდა თავიდან)
mda... sakaifo vidzea
male gaaketeb?
შაბათ-კვირას დავიწყებ. მანამდე კიდე კარგად მოვიფიქრებ რა და როგორ იყოს
Post a Comment