Saturday, June 6, 2009

მაგიდა იქნება 5 დღეში

დღეს ვიყავი ისევ ელიავას ბაზრობაზე. ისევ უაზროდ დავბორიალობდი და ვათვალიერებდი პროფილებს, კუთხეებს, კანტებს და ასე შემდეგ... შემხვდა ჩემი ძველი თანამშრომელი, რომელიც აღმოჩდა, რომ მუშაობს ფინანსისტად, ელიავაზე, ერთერთ მაRაზიაში. ავუხსენი, რო ასე, ტვინს ვიჭყლეტავ ამ მაგიდის დიზაინზე. მან მიმიყვანა ხელოსანთან, ზაზასთან, რომელსაც ავუხსენი რა მინდა იდეაში. ზაზა გამყვა მაღაზიაში, ავარჩიეთ საჭირო აქსესუარები და ნაწილები, მერე დავთვალეთ მასალები და მივეცი შეკვეთა. ასე მითხრა, ოთხშაბათს-ხუთშაბათისთვის დავამთავრებო. ძალიან მიხარია, რომ საქმემ კიდევ წინ წაიწია.

4 comments:

Anonymous said...

მადლობა ზაზას )))

zvi said...

ჰო :) იმედია იმედს არ გამიცრუებს და როგორი მოლოდინიც მაქვს ისეთ მაგიდას ააწყობს

Blogger said...

ზვიად, დღეს ვნახე შენი ბლოგი და ძალიან მომეწონა მულტი-ტაჩ ეკრანი. მაგაზე შარშან ბარ-კემპზე ილაპარაკე, თუ არ ვცდები (მე, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე საათს დავესწარი და ყველაზე საინტერესო პრეზენტაციები გავმაზე).

და, შენა, სახლში ტელეფონი დაიყენე? რა ნომერია? ;-))))
(რა ბოროტი ვარ, არა?)

ზურა ხრიკაძე

zvi said...

ზურა, მიხარია, რომ მოგეწონა ჩემი ბლოგი :)
ტელეფონი არ დამიდგამს :)