Wednesday, May 13, 2009

ოპტიკური "თვალთვალის" პრეზენტაცია

5 მაისს ამერიკულ აკადემიაში შედგა გიორგის (მემგონი ბაჯაძე), მე-12 კლასის მოსწავლის პრეზენტაცია. მან ჯავაში დაწერა ოპტიკური თვალთვალის პროგრამა: ეკრანზე, სადაც პროექტორით გაშვებული იყო აპრლიკაციის ფანჯარა და ამას უყურებდა ვებკამერა. ლაზერით მინათებულ წითელ წერტილს კამერა "იჭერდა" და წერტილის მოძრაობისას ფანჯარაში ხატავდა მისი მოძრაობის კვალს. ანუ პროგრამა ამ ლაზერის წითელ წერტილს "დასდევდა". ჩემს მაგიდაზე უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია თვალსაჩინოებისათვის, მაგრამ დრო არ იყო, რომ მაგიდა ამისათვის მოემზადებინა, მაგრამ პრეზენტაციის მეორე ნაწილში გიორგიმ გვაჩვენა ამ პროგრამის შედეგი, ანუ რა შეიძლება გამოვიდეს ამ პროგრამის დახვეწით და აჩვენა მულტისენსორული ეკრანის შესაძლებლობები არსებული პროგრამებით და ჩემი მაგიდით.
მე სურათებს ვიღებდი (დააწკაპე გასადიდებლად):

No comments: