Tuesday, April 21, 2009

QR Codes

ერევნის ბარქემფზე მიკამ (სომეხი გიკია) გააკეთა პრეზენტაცია QR კოდებზე. ეს არის ორგანზომილებიანი ბარკოდი, გრაფიკული გამოსახულება-კოდი (ბარკოდი), რომელშიც შეიძლება "ჩააკოდირო" სხვადასახვა სახის ინფორმაცია - ბმული, ტექსტი, საკონტაქტო მონაცემები, გეოგრაფიული კოორდინატები, კალენდარული მოვლენები და ასე შემდეგ.
QR კოდების ძირითადი დანიშნულება არის მობილურ ტელეფონში ინფორმაციის სწრაფად გადატანა.
ამ გრაფიკული კოდის გენერაცია შესაძლებელია უამრავი ონლაინ, თუ ოფლაინ პროგრამით. მოვნახე რამოდენიმე ონლაინ ინსტრუმენტი (ოფლაინები ძირითადად ფასიანებია), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინფორმაციის ტიპების რაოდენობით, მაგალითად ზოგს არ აქვს გეოგრაფიული კოორდინატების გენერაციის საშუალება, და მხოლოდ ტექსტი, ბმული, სმს და ტელეფონი. ყველაზე ძალიან მომეწონა ეს: http://zxing.appspot.com/generator, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს.
გენერირებული კოდის "წაკითხვას" სჭირდება "ბარკოდის სკანერი" პროგრამა, რომელიც ბევრი მობილურისთვისაა შექმნილი, ნოკიას ბიზნეს (E) სერიის ტელეფონებში ესეთი პროგრამა უკვე ქარხნულადაა ჩაწერილი (Barcode). თუ მობილურს არააქვს ეს პროგრამა, შესაძლებელია დაყენება, ერთერთი საიტი, რომლითაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი არის http://www.i-nigma.mobi. ამ მისამართზე ტელეფონის ბრაუზერით შედიხართ და სისტემა ავტომატურად იცნობს ტელეფონის მოდელს. თუ არის ამ მოდელისთვის შესაფერისი ვერსია, იგი საშუალებას იძლევა, რომ ჩამოიქაჩოს და დაყენდეს ტელეფონში. პროგრამის ხმარება ძალიან ადვილია, გაშვების მერე აქტივირდება ტელეფონის კამერა, კამერას მიუშვერ ბარკოდს (ნაბეჭდიც შეიძლება იყოს და კომპიუტერშიც) და მომენტალურად ის ინფორმაცია, რაც ბარკოდში იყო ჩაკოდირებული, გადადის ტელეფონში.
განსაკუთრებით მოსახერხებელია ასეთი გზით ტელეფონში ბმულების გადატანა: როდესაც ტელეფონით გვინდა რამე მისამართზე შესვლა და მისამართია გრძელია და აკრეფა მოუხერხებელია.
კარგი იდეა მომივიდა, სავიზიტო ბარათს რომ გავაკეთებ, დავურთავ QR კოდსაც, სადა იქნება ჩემი კონტაქტები ჩაკოდირებული. თუ ჩემი სავიზიტოს მიმღებს შესაბამისი ტელეფონი ექნება, ეგრევე შეეძლება ჩემი მონაცემები თავის მობილურში გადაიტანოს.
QR Code არის ბარკოდის ერთერთი სტანდარტი, არის კიდევ ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი გრაფიკული კოდირების სხვა სტანდარტებიც. ეს სტანდარტი კი იაპონიაში მოიგონეს და იქ ყველაზე გავრცელებულია და თითქმის ყველა თანამედროვე იაპონურ ტელეფონს შეუძლია მისი "წაკითხვა". აღსანიშნავია ისიც, რომ მასში შესაძლებელია უნიკოდის კოდირების ტექსტის ჩაწერა (იაპონელებიც თავის იეროგლიფებისთვის იყენებენ), რაც ქართული ტექსტის კოდირების საშუალებასაც იძლევა. QR კოდებზე უფრო დაწვრილებით - ვიკიპედიაზე დევს ინფორმაცია: http://en.wikipedia.org/wiki/QR_codes
არსებობს Firefox-ის დამატებაც (აგერ ლინკი: https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/2780), რომლის საშუალებითაც ნებისმიერი საიტის მისამართის QR კოდში გადაყვანა შეიძლება და მერე მობილურში გადატანა. მოსახერხებელია, არა?

მაგალითი:
ეს კოდი გავაკეთე ონლაინ გენერატორით (რომლის ლინკი ზემოთ დავდე) და შიგნით წერია: Today there is a sunny and warm weather in Tbilisi.
აბა წაიკითხეთ თქვენი მობილურით:

5 comments:

Unknown said...

Dzaan saintereso iko eg prezentacia, magari fun ragaceebis dacera sheileba magiti :-)

Sweet said...

ვა რა კაი პოსტია!
გაგლინკე ჩემთან...

Spieler said...

good info ;)


დღეს ჩემს მობილზე დავაყენებ :)

nodo_nodo said...

au shennairi yuti avawyve minit purcelit da kamerit mara chemi kompiuteris ekranze sheertebis mere ro gadaiqces touch screenad specialuri programa unda gadmovwero inernetidan tu me tviton unda davwero? tu unda gadmoviwero mitxari ra ra qvia pogramas da romeli saitidan unda gadmoviwer

Ana-Khatia said...

http://www.mobile-barcodes.com/qr-code-software/
აქ არის ჩამონათვალი, რომელ ტელეფონზე რომელი ვარიანტი მიდის.
მაგარი ვიხალისე :) მადლობა :)