Thursday, April 30, 2009

ჩემი ეკრანი ამერიკულ აკადემიაში

ჩვენთან ერთად ერთი ექსპერტი მუშაობდა (ილია), რომელიც არის ფიზიკის მასწავლებელი ამერიკულ აკადემიაში. ჩემი მაგიდა რომ ნახა, მერე აჩვენა თავის ერთერთ მოსწავლეს (სანდროს), რომელმაც დაწერა ჯავაში სენსორული ეკრანისათვის პატარა პროგრამა. ამ პროექტის პრეზენტაციას აკეთებს ორშაბათს სკოლაში და ჩემი მაგიდა ვათხოვე, რომ თვალსაჩინო იყოს. იმედია სანდრო გააღრმავებს თავის ნამუშევარს და გვეყოლება ქართველი მულტისენსორული ეკრანის აპლიკაციების პროგრამისტი. სანდრო ამერიკაში მიდის სასწავლებლად, იქ კიდე მეტს ნახავს (მულტითაჩებს ვგულისხმობ)

ფოტო: ჩაცუცქული ილიაა, მარცხნივ სანდროს ფეხია :) შუაში ჩემი მაგიდა, რომელიც აწყობისას დაიშალა კინაღამ :) ჩარჩოს ზედა ნაწილი მოძვრა.



ჩემი ეკრანი განათებული პირველად გამოჩნდა :) კიდევ გადავიღე ვიდეოები, რომლებსაც მერე დავდებ, რო აიტვირთება იუთუბზე.

No comments: