Sunday, April 12, 2009

ჩემი მაგიდის აწყობის ფოტოები

მოკლედ მთელი ძველი ფოტო და ვიდეო მასალა დავკარგე ახალ ლეპტოპზე გადასვლის პროცესში, მაგრამ რაღაც ფოტოები ჩემ საიტზე მედო და შემომენახა:

ეს არის ეკრანის ჩარჩოს კონცეპტი, რომლის მიხედვითაც ავაწყე ნამდვილი ჩარჩო





ეს არის გეტინაქსის ზოლები, რომელზეც მაგრდება ინფრაწითელი დიოდები, რომ ეკრანის გვერდებში ჩამეყოლებინა


ჩამაგრებული დიოდები ასე გამოიყურება


თავიდან ამ ფოლგირებული გეტინაქსის ზოლებზე დავიტანე დენგამტარიების ნახატი, მერე მოიწამლა მჟავაში და დაიხვრიტა და გამოვიდა ეს


შემდეგ სედ დავსვი ბუდეები და მივარჩილე, ასევე მივარჩილე რეზისტორები, რომლელთა საშუალებით ყველა დიოდს შესაბამისი ძაბვა და დენი მიეწოდებოდა


ჩართული ასე გამოიყურებიან, ეს არის ინფრაწითელი კამერის გადაღებული ფოტო, შეუიარაღებელი თვალით ესე არ ჩანს

1 comment:

nodo_nodo said...

au shennairi yuti avawyve minit purcelit da kamerit mara chemi kompiuteris ekranze sheertebis mere ro gadaiqces touch screenad specialuri programa unda gadmovwero inernetidan tu me tviton unda davwero? tu unda gadmoviwero mitxari ra ra qvia pogramas da romeli saitidan unda gadmoviwer