Wednesday, August 20, 2008

ვაწყობ

უკვე რამდენი ხანია ვაწყობ....

პირველადი ექსპერიმენტები (ნახე ვიდეო: ერთი, მეორე) ძაან შთამბეჭდავი იყო, ამიტომაც გადავედი ეგრევე რეალური მაგიდის (ან კედლის, ჯერ არ გადამიწყვეტია) აწყობაზე.

რა მაქვს:

ეკრანი - ორგმინა, 10 მმ სისქის, 87x68 სმ
კამერა - აუცილებლად FireWire და მინიმუმ 640x480 რეზოლუციით და 30 კადრი/წამში
ინფრაწითელი დიოდები - 880 ნმ ტალღის სიგრძის და ძლიერი
რეზისტორები - დიოდებისთვის
ინფრაწითელი ფილტრი კამერისთვის, რომ მარტო ინფრაწითელი შუქი დაინახოს
უკნიდან პროეცირების ეკრანი (ჩვეულებრივი პროექტორის ეკრანები არის წინიდან პროექცირების)
სილიკონი, რომელიც ეკრანს უნდა "წაესვას", რომ თითის შეხება და "ტარება" უკეთესად "ჩანდეს"

რა არ მაქვს (და მჭირდება):
პროექტორი - მოკლე "გასროლით" (რომელიც ძვირია :( ), ან რამე, რასაც ვიშოვი (ამაზეა დამოკიდებული მაგიდა იქნება თუ კედელი)
კომპიუტერი - ძლიერი კომპი უნდა იყოს, კარგი ვიდეო კარტით, ბევრი მეხსიერებით და ძლიერი პროცესორით

ეს ძირითადი, დამატებით:
სხვადასხვა ინსტრუმენტები, ზუმფარის ქაღალდები, საპრიალებელი "ზელიონკა", სარჩილავი, ტექსტოლიტის ნაჭრები, ალუმინის კუთხოვანები (უგოლნიკები). ხის კონსტრუქცია იქნება საჭირო ჩარჩოსთვის და მერე მაგიდისთვის (ან კედლისთვის).

1 comment:

nodo_nodo said...

au shen ro gaakete egeti yuti gavakete shusha qagaldi videokamere da kutit xoda touch screen ekranad ro gadavaqcio specialuri programa unda gadmoiwero intenetidan tu sxva rame unda? au tu unda gadmoviwero mitxari ra ra qvia programas da romeli saitidan dagmoviwero